ევროპაში დღეს და ხვალ მსოფლიოს შესარჩევი მატჩები ჯერ კიდევ გასამართია, მაგრამ უკვე ცნობილია რამდენიმე გუნდს, რომელსაც უეჭველი ვიხილავთ 2022 წლის ყატარის მუნდიალზე.
ყველაზე ახალგაზრდა, მთლად ბავშვი და მბაპეს უმაღლესობა – შესარჩევის ფაქტები
ვნახოთ, უფრო მოხერხებულები და იღბლიანები.
სერბეთი, მე-13 მონაწილეობა
ყველაზე დრამატული გასვლა. პორტუგალიასთან გასვლით მატჩში ბალკანელებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ და გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გაიტანეს (2:1), თავად სამუნდიალე ბილეთებზე იზრუნებენ, ხოლო რონალდო და კამპანია გადათამაშებაში გაისტუმრეს.
ესპანეთი, მე-16 მონაწილეობა
ჩვენ ჯგუფში პირველი ესპანეთი გამოდგა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში შინ, ბოლოსკენ გატანილი გოლით (მორატა, 86) შვედეთი დაამარცხა (ისე ჩვენს გამო ფრეც ჰყოფნიდა) და ყატარში მიდის, შვედებს კი გადათამაშება ელოდებათ.
ხორვატია, მე-6 მონაწილეობა
წინა მუნდიალის ფინალისტმა ბოლო ტურში რუსეთთან ურთიერთშეხვედრაში გაინაღდა საგზური. ხორვატებმა წვიმაში ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე გაიტანეს, უფრო სწორედ ეს რუსმა გააკეთა, როდესაც კუდრიაშევმა საკუთარ კარში ჩაჭრა.
ყატარი, დებიუტი
კვალიფიცირებულია როგორც მასპინძელი ქვეყანა.
სანამ სხვები შესარჩევში იკლავენ თავს, ყატარელები ამხანაგურებს თამაშობენ, მათ შორის ევროპელებთან და 6-დან 5 წააგეს და ლუქსემბურგთან ითამაშეს ფრედ.
გერმანია, მე-20 მონაწილეობა
გერმანელებმა 9 მატჩში 24 ქულა მოაგროვეს, 32 გოლი გაიტანეს და 3 გაუშვეს. გერმანელებმა ერთი თამაში წააგეს, ჩრდ მაკედონიასთან.
დანია, მე-6 მონაწილეობა
დანიელებმა ჯგუფში ყველას გადაურბინეს. 9 მატჩი და 9 მოგება, 30 გატანილი და მხოლოდ 1 გაშვებული.
ბრაზილია, 22-ე მონაწილეობა
ბრაზილიამ კოლუმბიასთან მოგების შემდეგ გაინაღდა ყატარში წასვლა. 5-გზის ჩემპიონებს არასოდეს გამოუტოვებიათ მუნდიალი.
საფრანგეთი, მე-16 მონაწილეობა
ყაზახეთის განადგურების შემდეგ (8:0), მსოფლიოს ჩემპიონები მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიან. ბოლო ტური მათთვის არაფერს წყვეტს.
ბელგია, მე-13 მონაწილეობა
ესტონეთის დამარცხების შემდეგ ბელგიელები უელსს დაუსხლტდნენ და ყატარის საკითხი ერთი ტურით ადრე გადაწყვიტეს.
ევროპაში შესარჩევები დღეს და ხვალაც არის და ამის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება ვინ წავა ყატარში და ვინ გადათამაშებაში. თუმცა ინგლისს შეიძლება წინასწარ მივულოცოთ ჯგუფის მოგება, ინგლისელებს ქულაც ჰყოფნით სან მარინოსთან და მთლად ასეთი სენსაციებიც არ ხდება.
რაც უკვე ცნობილია, გადათამაშებაში პორტუგალია და რუსეთი პირველ რაუნდს შინ ითამაშებენ, ხოლო ჩრდ მაკედონია და ავსტრია – სტუმრად. დანარჩენს დღეს-ხვალ გავიგებთ. თუმცა ასევე შეიძლება ითქვას, რომ 15 ნოემბრის დღის მონაცემებით, ანუ საღამოს მატჩებამდე ასეთი ვითარებაა:
განთესილები
პორტუგალია 17 ქულა
რუსეთი 16
შვეიცარია 15
შვედეთი 15
პოლონეთი 14
უელსი 14
განუთესავები
შოტლანდია 14
ჩრდ ნაკედონია 12
თურქეთი 12
ფინეთი 11
ავსტრია – ერთა ლიგიდან
ჩეხეთი – ერთა ლიგიდან
GIPHY App Key not set. Please check settings