საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ელგუჯა ლობჯანიძე შესაძლოა ბულგარული ფეხბურთის გრანდ სოფიას “ცსკა”-ში შეიძლება აღმოჩნდეს. ინფორმაციას ყაზახური meta-ratings.kz ავრცელებს.
როგორც ყაზახური მედია წერს ელგუჯა ლობჯანიძის თავის გუნდში ხილვა სოფიელთა გუნდის მთავარმ მწვრთნელს სტოიჩო მლადენოვს სურს, რომლის ხელმძღვანელობითაც ლობჯანიძე ყაზახური “კაისერის” შემადგენლობაში გამოდიოდა.
ყაზახეთის ჩემპიონატის დასრულებულ სეზონში ელგუჯა ლონჯანიძე “ტობოლის” რიგებში ჩემპიონი გახდა. მან 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 4 გოლი გაიტანა და 3 პასი შეასრულა.
ელგუჯა ლობჯანიძეს საქართველოს ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings