2023 წლის გაზაფხულიდან პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთ ამერიკულ სუპერლიგაში ითამაშებს.
ტურნირი 2019 წელს დაარსდა და სულ ორჯერ ჩატარდა. პირველი გამარჯვებული არგენტინული „იაგუარესია“, შარშან საუკეთესო ურუგვაის „პენიაროლი“ გახდა.
ტურნირში აქამდე 6 გუნდი იღებდა მონაწილეობას და მომავალი სეზონიდან 2 ფრენჩაიზი ჩრდილოეთ ამერიკიდან (აშშ და კანადა) და „შავი ლომი“ დაემატებათ.
მონაწილე გუნდები:
კობრასი, ბრაზილია
პენიაროლი, ურუგვაი
ოლიმპია, პარაგვაი
იაგუარესი, არგენტინა
კაფეტეროსი, კოლუმბია
სელკნამი, ჩილე
GIPHY App Key not set. Please check settings