ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, რომელიც ტაშკენტის “ფახთაქორის” დატოვების შემდეგ უგუნდოდაა, დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა.
“თითქმის 9 თვეა მინდორზე არ გავსულვარ და მიხარია, რომ დინამოს აკადემიაში, 17 წლამდე გუნდის მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ერთად, ვარჯიშის ჩატარების შესაძლებლობა მომეცა. მოედანზე მათთან ერთად ყოფნა სასიამოვნო იყო და ემოციურად დიდი შევსება მივიღე.ამ თაობას და განსაკუთრებით მოზარდებს, იმაზე მეტს უნდა ვთავაზობდეთ, ვიდრე დღეს ვახერხებთ. ნიჭიერ ადამიანებს უფრო დიდი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ და ფეხბურთშიც ასეა – უფრო მეტი უნდა შევთავაზოთ და განვითარების მეტი შანსი მივცეთ. მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელს, ვახო იაგორაშვილს და გუნდის ხელმძღვანელებს რომ აკადემიაში ყოფნის და ვარჯიშში ჩართვის შესაძლებლობა მქონდა. მადლობა ბიჭებს ვარჯიშისთვის და ველოდები მათ დიდ ნაბიჯებს, დიდი ფეხბურთისკენ!”-წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში
შოთიმ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის 17-წლამდელ გუნდს ვარჯიში ჩაუტარა.
GIPHY App Key not set. Please check settings