ტესტ-მატჩებისთვის ჩვენი გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
„ბორჯღალოსნების“ თავკაცმა მცირე კომენტარიც გააკეთა:
„ბოლო ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად პირველად მოხდა, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბეთ. შეკრებაზე გვყავს თითქმის ყველა ის მოთამაშე, რომლის ხილვაც ამ ეტაპზე გვსურდა. ერთადერთი ჯაბა ბრეგვაძემ ვერ შეძლო ჩამოსვლა. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა ტრავმები მოიშუშეს და დაგვიბრუნდნენ. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ყველას ერთად ნახვა სასიამოვნო ფაქტია.
ასევე სასიამოვნოა, რომ მოთამაშეთა უმეტესობას კლუბებში საკმარისი სათამაშო დრო აქვთ და მომავალ შეხვედრებს კარგ ფორმაში ხვდებიან. კარგი იყო ‘შავ ლომს’ მესამე თამაშიც ჩაეტარებინა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. კარგია, რომ მოსამზადებელი ეტაპი ერთად გავიარეთ და ამ მხრივ უკეთეს პოზიციაში ვართ, ვიდრე გასულ წლებში.”-თქვა ლევან მაისაშვილმა
შეგახსენებთ, საქარველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ტესტმატჩს გამართავს-14 ნოემბერს საფრანგეთის(ბორდოში) და 21 ნოემბერს ფიჯის (ესპანეთში) წინააღმდეგ.
GIPHY App Key not set. Please check settings