ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში საფეხბურთო კლუბი “გენტი” “როიალ უნიონს” დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
„ბუფალოს“ განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძე არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა ტალანტმა კვლავ ტრავმა მიიღო და მას თამაში არ შეუძლია.
უნდა ითქვას, რომ ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატში ძალიან ცოტას თამაშობს. ძირითადი მიზეზი დაზიანებებია, რომელიც მოედანზე გასვლის საშუალებას არ აძლევს.
იუპილერ ლიგაში გიო ბოლოს გენკთან გამოჩნდა – მწვრთნელმა მას სათამაშოდ 5 წუთი მისცა.
GIPHY App Key not set. Please check settings