in

ინდიანამ ბითაძესთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა

“ინდიანა პეისერსმა“ შაბათს გამოაცხადა, რომ გუნდმა ქართველ კალათბურთელთან, გოგა ბითაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გუნდს გოგასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 1 ნოემბრამდე უნდა მიეღო, ასე რომ ქართველი კალათბურთელი ინდიანაპოლისში დარჩა.

ბითაძის კონტრაქტი ,,2+2”-ის სქემით იყო შედგენილი, ასე რომ გუნდმა ეს ფუნქცია გააქტიურა, რომლის მიხედვითაც ქართველი გუნდში კიდევ 2 წელი დარჩება. რაც შეეხება მის გასამრჯელოს, კონტრაქტის მიხედვით 2021/22 წლებში ის 3 098 400 $ გამოიმუშავებს. 2022/23 წლებში 4 765 339 $, ხოლო თუ ქართველი ცენტრი 2023/24 წლებშიც “პეისერსში” იქნება, მაშინ 6 762 016 $ მიიღებს.

ინდიანამ გოგა 2019 წელს 18-ე პიკად აირჩია და მის შემდეგ “პეისერსის” ღირსებას იცავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილმა 4 წუთი ითამაშა- მილუოკი იუტასთან დამარცხდა

ბასილაშვილი 4 საფეხურით დაწინაურდა-ნიკა Top 20-ს უახლოვდება