ვენის ტურნირ Erste Bank Open-ის (საპრიზო ფონდი 1 515 215 ევრო) 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (25) სამ სეტში დამარცხდა მე-3 ნომრად განთესილ იტალიელ მატეო ბერეტინისთან (7) – 7:6 (7:5), 2:6, 3:6.
29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა შესანიშნავად დაიწყო – პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკში თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა – 7:5, მაგრამ, ამის შემდეგ, იტალიელის უპირატესობა აშკარა იყო. მატჩი ჯამში 2 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება. ორშაბათიდან ბასილაშვილი მსოფლიოს 22-ე ჩოგანი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა საწყის რაუნდში დიდი ბრძოლა გადაიტანა და ორსაათნახევრის თავზე ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას 7:5, 4:6, 6:3 სძლია.
GIPHY App Key not set. Please check settings