პრემიერლიგის ფეხბურთელებს თაღლითები მასობრივად თავაზობდნენ ყალბ ცნობებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კურსის დასრულების შესახებ.
Daily Mail-ის მონაცემებით, 4 კლუბში უკვე დაადასტურეს, რომ მათ ფეხბურთლებს შეთავაზეს ყალბი სერტიფიკატები 1000 ფუნტად. უცნობია, რომელიმე ფეხბურთელმა მიიღო თუ არა ეს წინადადება.
კლუბებში განაცხადეს, რომ მოთამაშეები თავად აცნობებდნენ ხელმძღვანელობას სიტუაციის შესახებ.
ოქტომბრის შუაწელს პრემიერლიგამ მოიყვანა მონაცემები, რომ ფეხბურთელების 68% სრულად არის აცრილი, ხოლო 81% თუნდაც ერთხელ.
GIPHY App Key not set. Please check settings