5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი – ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 13 სპორტსმენი იასპარეზებს, 11 მამაკაცი და 2 ქალი.
აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ოლიმპიური ჩემპიონის რანგში, ოქროსფერი არშიით პირველად უნდა ეასპარეზა – ლაშა ბექაურს, თუმცა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ლაშა ბექაურმა მუცლის თიაქრის ოპერაცია გაიკეთა, რამდენიმე დღეში ძგიდისა და პოლიპების ოპერაციას ჩაიტარებს, ხოლო რეაბილიტაციის შემდგომ კი ოპერაცია ნატკენ მხარზეც უმკურნალებენ.
ლაშა ბექაურს, ბაქოს გრანდ სლემზე ლუკა მაისურაძე ჩაანაცვლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
-60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ: თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი
-90 კგ: ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი
-100 კგ: ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი
-52 კგ: მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი
GIPHY App Key not set. Please check settings