საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები უნგრეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს. ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთის ნაკრები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ჯგუფში 4 ქულით გალიდერდა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა. ალექსანდრე ნარიმანიძემ საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა.
საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. შეგახსენებთ ელიტრაუნდში ჯგუფის ორი საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ისლანდიასთან 1:1 ითამაშა.
ბოლო მატჩს გიორგი ჩიტაურის გუნდი 28 ოქტომბერს ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings