in ,

17 წლამდელთა ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა, მაგრამ ელიტრაუნდში მაინც გავიდა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე ესტონელთა თავდამსხმელმა, დიმიტრი იაპინმა გაიტანა. მიუხედავად მარცხისა, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 4 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილზე გასულ უნგრეთს ანალოგიური ქულათა მარაგი ჰქონდა, თუმცა ურთიერთ დაპირისპირები და ასევე, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო, საქართველოს მხოლოდ მასპინძელი უნგრეთის გამარჯვება არ აწყობდა. პარალელულად, ისლანდიისა და უნგრეთის შეხვედრა ნულოვანი ფრით 0:0 დასრულდა.

აღსაღნიშნავია, რომ მეორე ნახევრის 74-ე წუთზე ესტონელთა რიგებში შეხვედრაში ქართული წარმოშობის მცველი რამაზ ქარდავა ჩაერთო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსელონას დროებითი მწვრთნელი სერხი ბარხუანი იქნება

პორტუს 19-წლამდელთა გუნდში აბუაშვილმა ითამაშა