განვლილი უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის არცთუ წარმატებული გამოდგა. მხოლოდ, 1 გოლი და 2 საგოლე პასი. სამაგიეროდ, ხვიჩა კვარაცხელიამ “უფას” წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გაიტანა კიდეც, მაგრამ Var-მა გოლი გაუუქმა.
ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “მალიორკას” დაუზავდა – 2:2. ქართველი მეკარე სათადარიგო იყო.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დრეზდენის “დინამომ” “შალკესთან” 0:3 წააგო. გიორბელიძე დრეზდენელთა თადარიგში იყო და 64-ე წუთიდან ითამაშა.
ბელგიის იუპილერ ლიგაში გიორგი მიქაუტაძის “სერენმა” “შარლერუას” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.
გიორგი ჩაკვეტაძის “გენტმა” “გენკი” 3:0 დაამარცხა. ჩაკვეტაძემ 86-ე წუთიდან ითამაშა.
თურქეთის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის “ჰატაისპორი” “ქარაგიუმრუქს” დაუპირისპირდა და ფრეს 1:1 დასჯერდა. ლობჟანიძემ 81-ე წუთამდე ითამაშა და მეხუთე საგოლე პასი მიითვალა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგი” “კლაგენფურტს” დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა. ლოჩოშვილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს შეცვალეს.
რუსეთის პრემიერლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” “უფას” დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა-1:1. კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და გაიტანა კიდეც, მაგრამ ვიდეო რეფერმა გაუუქმა. მეორე ტაიმში კი, სწორედ მის აქტიურობას მოყვა ავტოგოლი.
ზურიკო დავითაშვილის “არსენალი” “როსტოვთან” 0:4 განადგურდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ნიკა კვეკვესკირის “ლეხმა” “ვისლა” 4:1 დაამარცხა. კვეკვესკირმა 64-ე წუთიდან ითამაშა. მოგებულ (4:1) მატჩში.
ვაკო გვილიამ (“რაკოვი”) შეუცვლელად ითამაშა “ტერმალიცასთან” შინ მოგებულ (3:2) მატჩში.
ოთარ კაკაბაძე (“კრაკოვია”) სათადარიგო იყო “ზაგლემბიესთან” (ლუბინი) სტუმრად ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში.
პოლონეთი. I დივიზიონი. გიორგი მერებაშვილმა (“პოდბესკიძიე”) 74-ე წუთამდე ითამაშა “ზაგლემბიესთან” (სოსნოვეცი) სტუმრად ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში.
უნგრეთში გიორგი ბერიძის “უიპეშტმა” ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარს” უმასპინძლა და მიმდინარე ჩემპიონატში (მე-13 წუთიდან კაცნაკლულმა) პირველი გამარჯვება (1:0) იზეიმა, თუმცა ჯერაც ბოლო ადგილზე რჩება. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. ბერიძეს კარგი საგოლე მომენტებიც ჰქონდა. ის 70-ე წუთზე შეცვალეს, უფრო ადრე (61-ე წუთი) მოედანი ზივზივაძემ დაატოვა, რომელმაც ერთხელ დაარტყა კარში.
გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას “სლოვანმა” ერთ-ერთ აუტსაიდერ “ტატრანს” (მიკულაში) უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. კანკავამ 71-ე წუთიდან ითამაშა, კაშია განაცხადში არ ყოფილა.
დანიაში დავით ხოჭოლავამ (“კოპენჰაგენი”) შეუცვლელად ითამაშა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო “ბრონდბიუსთან” სტუმრად წაგებულ (1:2) დედაქალაქურ დერბიში.და დავით ხოჭოლავამ (“კოპენჰაგენი”) შეუცვლელად ითამაშა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო “ბრონდბიუსთან” სტუმრად წაგებულ (1:2) დედაქალაქურ დერბიში.
უკრაინაში საბა კვირკველიას დებიუტი შედგა. “მეტალისტმა” ინგულეცი” 4:0 დაამარცხა. კვირკველიამ 78-ე წუთიდან ითამაშა.
ელგუჯა ლობჯანიძის “ტობოლმა” შინ 4:1 მოუგო ყარაღანდის “შახტიორს”. ქართველმა ფორვარდმა 59-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო 83-ე წუთზე ამ სეზონში მე-4 გოლი გაიტანა – კარგად გაიხსნა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა შორეულ მაღალ კუთხეში.
GIPHY App Key not set. Please check settings