ინგლისში მთავარი მატჩი იყო, დიდი მოლოდინითა და ნაირნაირი პროგნოზით, მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა – “ლივერპულმა” სტუმრად, “ოლდ ტრაფორდზე” პირველსავე ტაიმში მუსრი გაავლო საძულველ “მანჩესტერს” და “ეშმაკები” პირდაპირ ჯოჯოხეთში გაგზავნა. არ გამოუვიდა რაღაც სულშერს და მის გუნდს, აირივნენ და მერე მიყვა და მიყვა: პირველ ნახევარში რონალდო მსაჯმა დაინდო და არ გააგდო, მეორე ტაიმში კი პოგბას VAR-ის მეშვეობით აჩვენა წითელი და ამის მერე “ლივერპულიც” დაცხრა, აღარ გადაურბინა ისედაც ტრაგედია შემთხვეულ მეტოქეს.
“არსენალი” კი, რომელიც ქილიკის საგანი იყო, აღარ აგებს, იგებს კიდეც და უკვე იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც “მანჩესტერს”, ან თუნდაც “ევერტონს”.
აი “ვესტ ჰემმა” კი ლონდონურ დერბიში მაინც მოუგო “ტოტენჰემს” და მეოთხემდე აცოცდა. წინა დღით კი “სიტის” პრობლემები არ ჰქონია წლეულს ძალიან ყოჩაღ “ბრაიტონთან”. “ჩელსიმ” კი 7 გოლი გაუტანა ბოლოზე მყოფ “ნორვიჩს”, მაგრამ ეს ამბავი მერე “ლივერპულმა” გადაფარა.
„მანჩესტერმა“ პირველად წააგო 0:4 პირველი ტაიმის შემდეგ პრემიერლიგაში.
„მანჩესტერმა“ „ლივერპულისგან“ ზედიზედ მე-10 მატჩში გაუშვა გოლი.
რონალდოს ზედიზედ 4 მატჩია გოლი არ გაუტანია. „იუნაიტედმა“ ამ მონაკვეთში მხოლოდ 1 ქულა აიღო.
„მანჩესტერმა“ ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო შინ „ლივერპულთან“ ისტორიაში.
სალაჰმა ზედიზედ მე-10 მატჩში გაიტანა “ლივერპულის“ რიგებში.
სალაჰმა ჰეთ-თრიქი შეასრულა “ოლდ ტრაფორდზე”. ბოლოს ეს რონალდომ გააკეთა 2003 წელს.
გვარდიოლა: „სხვა მეტოქესთან 3:0-ის შემდეგ ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ არა ამათთან“.
„ჩელსიმ“ 7 გოლი გაუტანა „ნორვიჩს“, ეს კი ყველაზე დიდი გამარჯვებაა ტუხელის ხელში.
ტუხელი: „ჩელსის“ არ ურდა გაჩერება. ეს მხოლოდ ერთი თამაშია“.
პრემიერლიგა – IX ტური
არსენალი – ასტონ ვილა 3:1
ჩელსი – ნორვიჩი 7:0
საუთჰემპტონი – ბარნლი 2:2
ლიდსი – ვულვერჰემპტონი 1:1
ევერტონი – უოტფორდი 2:5
კრისტალ პალასი – ნიუკასლი 1:1
ბრაიტონი – სიტი 1:4
ბრენტფორდი – ლესტერი 1:2
ვესტ ჰემი – ტოტენჰემი 1:0
მანჩესტერი – ლივერპული 0:5
GIPHY App Key not set. Please check settings