in

ფიჯის ესპანეთში შევერკინებით

მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოსა და ფიჯის ნაკრებთა ტესტმატჩი ნეიტრალურ სტადიონზე, კერძოდ კი, ესპანეთში ჩატარდება.

როგორც ირკვევა, 20 ნოემბერს თამაშს პატარა ქალაქი არანხუესი უმასპინძლებს, რომელიც დედაქალაქ მადრიდის სიახლოვეს მდებარეობს. თამაში სტადიონ ელ დელეიტეზე შედგება. ის მხოლოდ 7 ათას ქომაგს იტევს.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს 4-ჯერ უთამაშიათ და უპირატესობა კუნძულელთა მხარესაა, რომელთაც 3-ჯერ (2012, 2018 და 2019 წლები) მოიგეს, “ბორჯღალოსნებმა” კი მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს – 2016 წელს.

ფიჯელებთან დაპირისპირებას 30 წლის ახალზელანდიელი რეფერი ჯეიმს დოლმანი განსჯის.

მას საქართველოსთვის ეროვნული ნაკრებების დონეზე არასდროს უმსაჯია. სამაგიეროდ, 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდია რომ დაამარცხეს (17:12), მოედნის მსაჯი სწორედ დოლმანი იყო.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” ბორდოში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ დაბრუნდა და ეფექტური გოლი გაიტანა-მიქაუტაძე შეუჩერებელია

შენ ვის შეახტი ბიჭო: პენალტი, ქამბექი, ყველა მოგება, ჩემპიონის მარცხი… – VIII ტური