საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართული გრან სლემი ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
საქართველოს ნაკრებს ბოლო მედალი ონისე სანებლიძემ მოუტანა. ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ხორვატი ზლატკო კუმრიჩი ძალიან მარტივად, 45 წამში დაამარცხა. სანებლიძემ მეტოქეჯერ მოგვერდით დასცა ვაზარზე, შემდეგ კი, ე.წ. ხაბარელი ილეთით ჩაატრიალა და ავასატე იპონით მოიგო.
ონისემ ტურნირზე ხამზატ საფარბაევი და კლემენ დელვერტიც დაამარცხა. მარცხი კი, რუმინეთის სახელით მოასპარეზე ეშლი გონსალესთან დამარცხდა. პარიზულ ტატამზე სულ 4-მა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა და მედალი ყველამ აიღო. ვერცხლი-ტატო გრიგალაშვილი, ბრინჯაო-ეთერ ლიპარტელიანი, ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე.
GIPHY App Key not set. Please check settings