in

ლუკა მაისურაძის ბრინჯაო პარიზიდან

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე საქართველოს მესამე მედალი ლუკა მაისურაძემ მოუტანა.

ქართველმა ძიუდოისტმა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, წონა შეიცვალა -90 კგ-შიც შეძლო მედლის აღება. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მაისურაძემ ფრაგი ალექსის მატიუ ოსაეკომით (შებოჭვა) დაამარცხა. ხაშურელმა ფალავანმა ტურნირზე რუსეთის სახელით მოასპარეზე დავიდ ოგანესიანი და ავტრიის სახელით მოასპარეზე ქართველი მამლუქი შამილ ბორჩაშვილი დაამარცხა. მარცხი კი, იაპონელ კენტა ნაგასავასთან იწვნია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრან სლემზე ვერცხლს დასჯერდა

1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო პარიზის გრან სლემზე:სანებლიძემ ბრინჯაო მოიგო