in

ნეაპოლი არ იცვლება: ლუჩანო სპალეტის Fiat Panda მოპარეს

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის ავტომობილი Fiat Panda გაიტაცეს.

მანქანა იმ სასტუმროს პარკირებაზე იდგა, სადაც 62 წლის სპეციალისტი ცხოვრობს. ავტო ხუთშაბათიდან პარასკევის ღამე წაიყვანეს.

სპალეტიმ პოლიციას მიმართა. თავიდან მწვრთნელი ნეაპოლში „მერსედესით“ ჩავიდა, თუმცა მერე „ფიატი“ არჩია, რადგან ის უფრო მოსახერხებელია ქალაქში სასიარულოდ.

ნეაპოლში მსგავსი ამბები და კრიმინალი უცხო არ არის, დამნაშავეების მსხვერპლი სხვადასხვა დროს „ნაპოლის“ ცნობილი ფეხბურთელებიც გამხდარან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახლოს ისტორიულ მიღწევასთან: ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალშია

ვიდეო: ჰაალანდმა ფანს მთელი წუთი დაუთმო – ჩაეხუტა, მაისური აჩუქა, სელფი გადაიღო და ბოლოს იცეკვა კიდეც