in

ახლოს ისტორიულ მიღწევასთან: ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალშია

საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება.

ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ.

იუბანკსის ბარიერი ბასილაშვილმა წარმატებით და რაც მთავარია, დამაჯერებლად დაძლია. ამერიკელი ოპონენტის შემდეგ, ალბერტ რამოს-ვინოლასს დრამატულ ბრძოლაში აჯობა და პირადი რეკორდი დაამყარა – გავიდა მასტერსის 1/8-ფინალურ ეტაპზე.

1/8-ფინალში ქართველ ჩოგბურთელს კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ მოუწია ასპარეზობა, რომელსაც იუბანკსის მსგავსად, დამაჯერებლად, 2-სეტში, ანგარიშით – 6:4; 7:6(6), სძლია.

1/4-ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, სტეფანოს ციციპასი იყო, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელი დრამატული ბრძოლის შედეგად, ანგარიშით – 6:4; 2:6; 6:4, გაუმკლავდა.

1/2-ფინალში, ნიკას მეტოქე ადგილობრივი ტეილორ ფრიცი იყო, რომელსაც კორტზე მყოფი გულშემატკივრის უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მიუხედავად წნეხისა, ბასილაშვილი მას 2-სეტში, ანგარიშით – 7:6(5); 6:3, გაუმკლავდა და ფინალის საგზური მოიპოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ნეაპოლი არ იცვლება: ლუჩანო სპალეტის Fiat Panda მოპარეს