როგორც იცით, რომან დოლიძე 14 ნოემბერს ამერიკელი ერიკ ანდერსის წინააღმდეგ იბრძოლებს. ცნობილი გახდა, რომ ლიანა ჯოჯუას გადადებული ორთაბრძოლაც ამავე დღეს ჩაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბერში UFC-ს ოქტაგონზე, ორ ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ.
რატომ ჩაიშალა ჯოჯუას ბრძოლა ლას ვეგასში
ლიანას ვიზის პრობლემა ჰქონდა. სწორედ ამიტომ, მისი და კორტნი ქეისის ჩხუბი მიმდინარე წლის აგვისტოში ვერ გაიმართა. შემდეგ UFC-ს ერთადერთმა ქართველმა ქალმა მებრძოლმა დაადასტურა, რომ ის არც ოქტომბერში იბრძოლებდა, ხოლო ამის შემდეგ გაირკვა, რომ ვიზის პრობლემა მოგვარდა და ჯოჯუა 14 ნოემბერს იბრძოლებს.
ლიანა ჯოჯუას MMA–ში 12 გამართული ბრძოლიდან რვა გამარჯვება უფიქსირდება. ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია UFC–ში კი ის ორჯერ დამარცხდა და ერთხელ იმარჯვა. უკანასკნელად ის ოქტაგონზე გასული წლის ოქტომბერში ვიხილეთ და მირანდა მავერიკთან იბრძოლა. მათი ჩხუბი კი ექიმებმა შეაჩერეს, რადგან ჯოჯუას პირველი რაუნდის შემდეგ, ცხვირზე ღრმა ჭრილობა ჰქონდა და გამარჯვება მავერიკს მიენიჭა.
34 წლის ამერიკელ, კორტნი ქეისის კი პროფესიონალურ კარიერაში ცხრა გამარჯვება და ამდენივე მარცხი უფიქსირდება. UFC–ში კი ბოლო ორი ბრძოლა ზედიზედ აქვს წაგებული.
რაც შეეხება ზემოთხსენებულ რომან დოლიძეს, ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში მეხუთე ბრძოლას გამართავს და ეცდება, რომ ქართველი გულშემატკივარი მეოთხე გამარჯვებით გაახაროს.
GIPHY App Key not set. Please check settings