მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-7 ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში – 2:1 დაამარცხა. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო ოფიციალურ გამარჯვებაში, ხოლო უშუალოდ მუნდიალების საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ მოგებაში წვლილი გოლებით თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა შეიტანეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, კოსოვოს ნაკრების კაპიტანმა, ამირ რაჰმანმა კომენტარი გააკეთა და მარცხით გამოწვეული აღშფოთება ვერ დამალა.
“ჩვენ ვიბრძოდით გამარჯვებისთვის და ვცდილობდით მაქსიმუმის გაღებას, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ასე არ გაგვიკეთებია.
ასევე, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ყველა შანსი და საბოლოოდ მატჩი წავაგეთ. ეს გვანერვიულებს და ნორმალურია, რომ ძალიან განვიცდით.
ეს არის კოსოვოსთვის მეორე ყველაზე დიდი იმედისგამცრუებელი და მძიმე წაგება ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის ნახევარფინალში მარცხის შემდეგ.
ჩვენ წინ საბერძნეთთან მატჩი გვაქვს და იქ უნდა ვეცადოთ გამარჯვების მოპოვება, რადგან მიზეების ძებნის დრო არარ გვაქვს”, – თქვა იტალიური “ნაპოლის” ცენტრალურმა მცველმა.
GIPHY App Key not set. Please check settings