კიდევ ერთი დანაკლისი ხვალინდელ მატჩში. გიორგი მიქაუტაძის, ჯაბა კანკავას და გიორგი აბურჯანიას შემდეგ საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძეც გამოაკლდა.
ჩვენი ინფორმაციით, ქართველი შემტევი კოსოვოში სასუნთქი გზების ინფექციის გამო ვერ გაემგზავრა.
საქართველოს ნაკრები კოსოვოს ხვალ,თბილისის დროით, 22:45-ზე შეხვდება და მსოფლიოს შესარჩევში ცხრა წლის შემდეგ პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
GIPHY App Key not set. Please check settings