2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები პრიშტინაში კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდება. დღეს, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
“როდესაც ჯგუფი დავიწყეთ თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ ჩვენი მაქსიმუმი გვეჩვენებინა. კოსოვოსთან ნათამაშები პირველი მატჩით ძალიან გაწბილებული ვარ. ხვალ მოედანზე მინდა ვიხილო გუნდი, რომელსაც დიდი მოტივაცია ექნება და თავს არ დაზოგავს გამარჯვებისთვის. კოსოვო კარგი გუნდია და ძლიერი ფეხბურთელები ყავს:ბერიშა,მურიქი, რაშიცა. ხვალინდელ მატჩში იმიჯი უნდა დავიბრუნოთ”-თქვა ვილი სანიოლმა
კოსოვო-საქართველოს მატჩი ხვალ,თბილისის დროით, 22:45-ზე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings