in

მსოფლიო ჩემპიონობა და 5 წლის შემდეგ შეხვედრა ემიგრანტ დედასთან

იტალიის ქალაქ ოლბიაში გამართულ ახალგაზრდულ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სრული ტრიუმფი მოახდინა. ჩვენმა ნაკრებმა 4 ოქროს, 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონი გახდა +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილი, რომელმაც ტიტული 5 წლის უნახავ იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტ დედას მიუძღვნა.

ამ ემოციური ისტორიის შესახებ, სტატიას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.

“ჩემი შვილის კარიერას დიდი ყურადღებით ვაკვირდები. ყოველთვის, როდესაც ტურნირს იგებს, მირეკავს და მეუბნება, რომ ეს გამარჯვება მე მეძღვნება. დისტანციის გამო, სიყვარული ყოველთვის მტკივნეული და რთულია, მაგრამ ცხოვრება მძიმეა და როცა რესურსი არ გაქვს, დედამ თავი უნდა გაწიროს, რადგანაც შვილზე უკეთესი არაფერია.”- გვანცა ჭანტურიძე (საბას დედა)

 “ტელეფონით საუბარსა და საკუთარი თვალებით ნახვას შორის დიდი სხვაობაა. მე ეს ოქროს მედალი მისთვის მოვიგე.”-საბა ინანეიშვილი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაგვანახეთ, რომ გამარჯვება გინდათ ან დატოვეთ ნაკრები

სანაკრებო მატჩების წინ კვეკვესკირი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავარიაში მოყვა