მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს 6-წლიანი კონტრაქტი და სეზონურად დაახლოებით 40 მლნ ევროს ხელფასი შეთავაზა.
მადრიდელები დარწმუნებული არიან, რომ სეზონის ბოლოს 22 წლის ფრანგს გაიფორმებენ, რომლის კონტრაქტი პსჟ-სთან ზაფხულში იწურება.
თავის მხრივ პარიზელებიც ფიქრობენ, ფეხბურთელი დარჩენაზე დაიყოლიონ.
პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მბაპეს „რეალის“ ვარიანტის კიდევ ერთხელ ამოტივტივების თაობაზე კომენტარი გააკეთა: „ეს უნდა დამთავრდეს. ეს კლუბისა და კილიანის მიმართ უპატივცემულობაა. ამის მოთმენა აღარ შეიძლება. მბაპე პსჟ-ს ფეხბურთელია“, – თქვა ლეონარდომ.
ბრაზილიელი ფუნქციონერი „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის სიტყვებმა გააგიჟა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ 1 იანვრისთვის მბაპეს ტრანსფერი მოგვარებული იქნება.
ამაზე პერესმაც გააკეთა კომენტარი: „არასწორად გამიგეს. ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეკიდებით პსჟ-ს“.
თავის მხრივ ფეხბურთელიც გამოტყდა, რომ ზაფხულში სწორედ „რეალში“ წასვლა სურდა, პარიზელებს რომ გაეშვათ.
როგორც ჩანს, პსჟ-მ იცის, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავს დიდხანს ვერ დააკავებს, ამიტომ როგორც ამბობენ, კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები „დორტმუნდის“ ნორვეგიელის ერლინგ ჰაალანდის აგენტთან.
სხვათა შორის, მბაპემ ინტერვიუში საინტერესო რამ თქვა მესიზე. გარდა ტრადიციული შეფასებებისა, რა კარგია, რომ ერთად ვართ და რა მაგარია, დაცვაში ჩასვლაზე კითხეს:
– როდესაც გუნდში მესი გყავს, ხვდები, რომ მან უფრო ნაკლები უნდა გააკეთოს, რათა გოლებისთვის მეტი ძალა შერჩეს.
თანახმა ვარ ვირბინო, სანამ მესი დადის. არ არის პრობლემა! ის ხომ მესია – თქვა მბაპემ.
GIPHY App Key not set. Please check settings