in

ნიკა კენჭაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ნიკა კენჭაძე (79 კგ.) ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. კენჭაძე რეპეშაჟის ფინალში სომეხ არმან ავაგიანს გაეჯიბრა და პირველივე პერიოდში 10:0 სძლია. საწყის რაუნდებში ნიკამ რუმინელი მაქსიმ ვასილიოგლუ (5:2) და ბერძენი გეორგიოს კუგიუმციდისი (9:5) დაამარცხა, ნახევარფინალში კი მსაჯების საკამათო გადაწყვეტილების გამო, 5:6 წააგო ირანელ მოჰამად ასგარ ნოხოდილარიმისთან და რეპეშაჟში ამგვარად აღმოჩნდა.

ამგვარად, ქართული დელეგაციის აქტივში თითო ვერცხლისა (გენო პეტრიაშვილი) და ბრინჯაოს მედალია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო VS სამოა აღარ ჩატარდება-მიზეზი კორონავირუსია

გიორგი მიქაუტაძე: მეტის გატანაც შემეძლო, მაგრამ გოლები შემოვინახე