28 მაისს პარიზული, კონტროვერსიული და არაორთოდოქსალური ეპიზოდებით დახუნძლული ფინალი გაიმართა, “ლივერპული” “რეალის” წინააღმდეგ. ჰოდა, 3 თვისა და 1 კვირის თავზე, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის რეალური ბრძოლა იწყება. მივყვეთ ქრონოლოგიურად.
“დინამო ზაგრები” – “ჩელსი”
ხორვატებს მაგარი ბრძოლა დასჭირდათ ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად, “ბოდოსთან” დამატებითი დრო და დრამები. “ჩელსი” მოძლიერდა, სტერლინგი, ობამეიანგი, კუკურეია, დაბრუნებული გალაჰერი და ბროია. მოკლედ, ერთ-ერთი ფავორიტი საქმეში ერთვება.
“დორტმუნდის ბორუსია” – “კოპენჰაგენი”
ერლინგ ჰოლანდ დაკარგული “ბორუსია” დანიის ჩემპიონს მასპინძლობს. პრინციპში, ჰოლანდის არყოფნა კარგია, რადგან დანიელთა რიგებშში დავით ხოჭოლავა ირიცხება და ყველაფერი გასაგებია.
მივადექით 23:00-ს ანუ მეორე სესიას.
“პსჟ” – “იუვენტუსი”
დღის ცენტრალური მატჩი. აქეთ: მესი, მბაპე, ნეიმარი და იქით: ვლაჰოვიჩი, კოსტიჩი და პოგბა. აფიშა ჩინებული, დანარჩენი პროცესში ვნახოთ.
“სევილია” – “სიტი”
ანდალუსიელები ქალაქელების წინააღმდეგ. გუარდიოლას გუნდმა ერლინგ ჰოლანდი დაიმატა და დანარჩენ სამყაროს დიდი თავისტკივილიც გაუჩინა. 6 პრემიერლიგური მატჩი და 10 გატანილი გოლი… აქეთ კი ის “სევილია”, რომელსაც ევროპა ლიგა უფრო ეკომფორტულება, მაგრამ…
“სელტიკი” – “რეალი”
მაგიური “სელტიკ პარკი”, რომელზეც ყველაზე მეტი დეციბელია დაფიქსირებული ბობოქარ, ტურნირის აბსოლუტურ ტრიუმფატორ, “მადრიდის რეალს” უმასპინძლებს, რომელსაც ტიტული 14 ჯერ აქვს მოგებული. 10 წლიანი პაუზის შემდეგ კელტები პირდაპირ მეფესთა ბრძოლით ერთვებიან საქმეში.
“ზალცბურგი” – “მილანი”
მუდმივად საინტერესო ავსტრიული გუნდი კი იტალიის ჩემპიონ “მილანს” შეერკინება და გადასარევ ფორამში მყოფი რაფა ლეაუს შეჩერებას შეეცდება.
ბოდიშს მოვიხდით, “ბენფიკა” – “მაკაბი ჰაიფასა” და “შახტარი” – “ლაიფციგის” წყვილზე, რადგან განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით.
GIPHY App Key not set. Please check settings