in ,

დელ პიერო: ხვიჩას უფრთხილდით!

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ La Gazzetta dello Sport-თან “ნაპოლის” წარმატებულ გამოსვლაზე ისაუბრა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხვიჩა კვარაცხელიას არაპროგნოზირებად ტალანტს უწოდებს და მისი თამაშით აღფრთოვანებულია

“გულწრფელად ვამბობ, ნაპოლი” ძლიერი გუნდია, სპალეტიმ უდიდესი სამუშაო გასწია, გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, აუცილებლად უფრთხილდით ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც ჩანს, “კვარა” ევროპული ფეხბურთის სათამაშოდაა დაბადებული” – განაცხადა დელ პიერომ

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” სერია A-ში მეორე პოზიციაზე იმყოფება, “პარტენოპეი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 7 სექტემბერს, “ლივერპულს” დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00საათზე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვივა კამპიონეს- დღეს ჩემპიონთა ლიგა იწყება!

შენგელია: ისინი ჩვენს ოჯახებს ემუქრებიან