ქართველმა მებრძოლმა UFC ლიანა ჯოჯუამ ამერიკელ კორტნი კეისისთან ჩაშლილ ბრძოლაზე ილაპარაკა. ბრძოლა 22 აგვისტოს უნდა გამართულიყო ლას ვეგასში UFC Fight Night ტურნირზე.
„უაიტი აბუ დაბიში ვნახე და ვუთხარი: დეინა, რა ხდება? სად არის ჩემი ამერიკის სამუშაო ვიზა? მან მითხრა: ვაკეთებთ, ვაკეთებთ. საბოლოდ, არც არაფერი გამოვიდა ამ ვიზაზე. მარტო მაშინ დაფაცურდნენ, როდესაც კორტნისთან ბრძოლა დამინიშნეს. ვიზის საკითხებით ადრე რომ დაკავებულიყვნენ, ბრძოლა არ გადაიდებოდა“, – თქვა ლიანამ.
25 წლის ლიანამ 12 ბრძოლა გამართა შერეულ ორთაბრძოლებში: მას 8 გამარჯვება და 4 წაგება აქვს.
ჯოჯუამ ბოლო ბრძოლა 2020 წლის ოქტომბერში გამართა და მირანდა მევერიკთან დათმო.
GIPHY App Key not set. Please check settings