ინგლისის პრემიერლიგის 6 კლუბი დაინტერესებულია პაკისტანის ჩემპიონატის ათვისებაში. პარტნიორობა იმას გამოიწვევს, რომ პაკისტანური კლუბები მიიღებენ იმავე ფერებსა და მეტსახელებს, როგორიც აქვთ მათ ინგლისელ მოძმე გუნდებს.
პრემიერლიგის კლუბების სახელები ჯერ არ ხმაურდება, მაგრამ ცნობილია, რომ ერთი „დიდ ექვსეულს“ მიეკუთვნება, ხოლო დანარჩენი 5 აზიური მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მდებარეობს. ასევე ცნობილია, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი მაიკ ოუენი გახდება პაკისტანური პრემიერლიგის ელჩი, ხოლო ინგლისელებთან დამეგობრებული კლუბები თამაშობენ ქალაქებში ყარაჩი, ლაორე, კვეტა, ისლამაბადი, პეშავარი და მულთანი.
პაკისტანური პრემიერლიგა ამჟამინდელის სახით 2004 წელს ჩამოყალიბდა.
GIPHY App Key not set. Please check settings