in

ტოჩინოშინის ულამაზესი უვატენაგე: ერთი მოგება კაჩი-კოშამდე

ძველი ფორმისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა, მაგრამ დღეს ტოჩინოშინმა ისეთი ბრწყინვალე ილეთი შემოგვთავაზა, წამიერად ყველას ტოჩინოშინის ოძეკობის პერიოდი გაგვახსენდა.

აკი ბაშოს მეცამეტე დღეს მე-12 მაეგაშირად განთესილი ტოჩინოშინი მე-13 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა და ულამაზესი უვატენაგეთი დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 7:6-ზე გაუხდა და დადებითი ბალანსისთვის კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება.

ხვალ, ჩვენებურის მეტოქე მე-2 მაეგაშირად განთესილი კირიბაიამა იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გორგოძე ბრაზილიელ მეწყვილესთან ერთად ვალენსიის ტურნირის ფინალშია

რამდენი ხანია ამას ველოდით: 2 წლის შემდეგ ჩაკვეტაძემ გენტის ძირითადში ითამაშა