VTB ლიგა დაიწყო და მოსკოვის ცსკა-მ იოლი გამარჯვება მოიპოვა. რუსული კალათბურთის გრანდი ბელარუსულ “ცმოკი-მინსკს” დაუპირისპირდა და 48 ქულით 92:44 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო და მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე პარკეტზე 14:51 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში თოკომ 13 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, +18 იყო.
ცსკას-ს რიგებში ყველაზე შედეგიანი სერბი ნიკოლა მილუტინოვი იყო, რომელმაც 14 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.
მომდევნო მატჩს თორნიკე შენგელიას ცსკა პოლონური “ზელენა გურას” წინააღმდეგ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings