საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წელს იწყება, როდესაც პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ლიტვასთან გამართეს (მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა).
პირველმა საქართველოდან მძლეოსნობაში მსოფლიოს რეკორდი 60 წლის წინათ (1952 წ) დაამყარა ნინო დუმბაძემ, რომელმაც ბადრო 57.04 მეტრზე ტყორცნა.
პირველი შეჯიბრი სსრ კავშირის თასზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა თბილისში 1972 წლის ნოემბერში.
ახალშექმნილმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბიში პირველი საერთაშორისო მატჩი 1989 წელს ზიმბაბვეს ნაკრებთან ჩაატარა ქუთაისში.
პირველად ზამთრის სპორტის სახეობებში (თხილამურებით სრიალი, სლალომი, ტრამპლინიდან ხტომა) საქართველოს პირველობა ჩატარდა 1935 წელს ბაკურიანში.
რომან რურუა ერთადერთი ქართველი მოჭიდავეა, რომელსაც სპორტული კარიერის განმავლობაში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია უცხოელ ფალავანთან.
ლანჩხუთში ”გურიას” ახალი სტადიონი 1986 წელს აშენდა.
ეროსი მანჯგალაძეს პრინციპულად მხოლოდ ფეხბურთის გადაცემები მიჰყავდა. სწორედ მის სახელს ატარებს სამტრედიის სტადიონი.
საქართველოში პირველი ველოსიპედისტი იყო თავადი ვასილ ჯორჯაძე.
ფაქტი: პირველი მეჩირაღდნე და პირველი გუნდი მსოფლიოზე
GIPHY App Key not set. Please check settings