in

სწორედ ეს გვჭირდება: კალათბურთელები გულშემატკივრების მადლობელი არიან – სრული კონცენტრაციით დარჩენილი მატჩებისთვის

საქართველომ დაუვიწყარი მატჩი მოიგო, საკუთარ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული. ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო თურქეთის ძალიან ძლიერი გუნდის დასამარცხებლად, თანაც მაშინ, როდესაც შერმადინიც გასული იყო თამაშიდან და სანაძეც. შენგელია-ბითაძის დანაკლისზე რომ არაფერი ვთქვათ.

მოვიგეთ: ბრძოლაში, ომში… ორი ოვერტაიმი და სასიცოცხლო გამარჯვება თურქეთთან

ემოციები დუღდა მთელი შეხვედრა და განსაკუთრებით მიწურულს. ემოციების განელება არც თამაშის შემდეგ იყო მარტივი.

გიორგი შერმადინი:
„საოცარი თამაში მოვიგეთ. საოცარი გრძნობაა. გულშემატკივრისგან უდიდესი მუხტი მოდიოდა და ისინი ამ გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარნენ. მათგან დიდ ძალას ვგრძნობთ და სწორედ ამიტომ ვახერხებთ გადამწყვეტ მომენტებში კონცენტრაციას. კიდევ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და შევეცდებით სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. გოგა და თოკოს გარეშე ასე ვიბრძოლეთ და ისინი რომ გვყოლოდნენ, რას ვიზამდით“.

რატი ანდრონიკაშვილი:
“დიდი მადლობა გულშემატკივარს. საოცარი ემოციები იყო. თოკოს და გოგას არყოფნაში სწორედ ეს გვჭირდება, რომ გუნდურად ყველამ მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშოთ“.

ბექა ბექაური:
„ძალიან ბედნიერი ვარ. გადამწყვეტ მომენტში პარკეტზე მომიწია ყოფნა და გუნდს ჩემი ქულებით დავეხმარე. მადლობა ყველა ქომაგს ამ საოცარი ემოციებისთვის. ეს მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ და მომდევნო შეხვედრებს სრული კონცენტრაციით უნდა შევხვდეთ“.

Სანდრო მამუკელაშვილი:
“საოცარი ემოციები იყო. Საოცარი ატმოსფერო და დიდი მადლობა გულშემატკივრებს. თოკო და გოგა გვაკლდა, მაგრამ გუნდის თითოეულმა წევრმა ყველამ დიდი ენერგია ჩადეს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოვიგეთ: ბრძოლაში, ომში… ორი ოვერტაიმი და სასიცოცხლო გამარჯვება თურქეთთან

ბიჭებს უნდა ებრძოლათ საქართველოსთვის… ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული ამ გამარჯვებაში: ზუროსი