ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგის სათავეში დაბრუნდა. “ოლ ბლექსი” 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გალიდერდა, რისი წინაპირობაც გასულ უქმეებზე ავსტრალიურ ბრისბენში გამართული რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩები გახდა.
შეგახსენებთ, რომ ზელანდიელებმა არგენტინას 36:13 მოუგეს, მასპინძელმა ავსტრალიამ კი ზედიზედ მეორედ სძლია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას. შედეგად, “ოლ ბლექსმა” პირველ ადგილთან 2.17-ქულიანი ჩამორჩენა გაქვითა და 91.15 ქულით პირველობა სწორედ “ქურციკებს” აართვა.
კლასიფიკაციის საუკეთესო ხუთეულს მიღმა ცვლილებები არ მომხდარა, ამდენად, იგივეა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაჩვენებელიც. “ბორჯღალოსნების” აქტივში 73.73 ქულაა და მათ მე-12 საფეხური უკავიათ. ქართველი მორაგბეების წინ ფიჯია (76.87), უახლოესი მდევარი კი ოკანეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი სამოაა (73.59)
GIPHY App Key not set. Please check settings