in ,

მამარდაშვილის უხეში შეცდომა რეალთან: ღამურები ბოლო 5 წუთში დამარცხდნენ

დიდ მეკარეებსაც არაერთი უხეში შეცდომა დაუშვიათ. მადრიდის “რეალთან” თამაშით მიღებული გამოცდილება გიორგი მამარდაშვილისთვის მის მომავალ დიდ საფეხბურთო კარიერაში უმნიშვნელოვანესი იქნება.

ლა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში “მესტალიაზე” სატურნირო ცხრილის ლიდერები “ვალენსია” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მასპინძელთა კარში ამჯერადაც მამარდაშვილი იდგა. პირველ ნახევარში მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ რამდენიმე არცთუ რთული ბურთი დამაჯერებლად მოიგერია. გიორგიმ შორი მანძილიდან კაზემიროს დარტყმა დააფიქსირა ხელებში. ტაიმის მიწურულს, ვინისიუსი საჯარიმოში გამჭოლ პასს აკეთებდა, მაგრამ ქართველმა მეკარემ სიტუაცია კარგად შეაფასა და პასი ჩაჭრა.

მეორე ნახევარი ხოსე ბორდალასის გუნდმა ბრწყინვალედ დაიწყო და 66-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. გაშვებული გოლის შემდეგ, ანჩელოტის გუნდი შტურმზე გადავიდა და “ვალენსიაზე” წნეხი იზრდებოდა. მამარდაშვილს შეხვედრაში 8 სეივი ჰქონდა, მათ შორის ერთ ეპიზოდში, ქარიმ ბენზემას კარგი ბურთი აუღო. სამეფო კლუბის მასირებულმა შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო. 86-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მასპინძელთა მცველს მოხდა. ბურთმა მოძრაობის ტრაექტორია შეიცვალა, რამაც ქართველი მეკარე დააბნია და ბურთი მისი კარის ბადეში აღმოჩნდა. ტაიმის ბოლო წუთზე კი, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გიორგი მამარდაშვილი გამოსვლისას შეცდა. მან კარი ნაადრევად დატოვა და ბენზემამაც ცარიელ კარში თავით შეაგდო.

გიორგი მამარდაშვილს ამ მატჩში მაინც ნორმალური შეფასება ჰქონდა. Whoscored.com-მა მისი თამაში 7 ქულით შეაფასა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემი გმირი გიწოდე… ინგლისში 3-ხელისუფლებიანობაა – V ტური

შენგელიამ ახალი სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო: თოკოს 7 ქულა და 9 მოხსნა