27 წლის ქართველი თავდამსხმელი ბაჩანა არაბული, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში “სამტრედიაში” ვარჯიშობდა და კონტრაქტის გაფორმებასთანაც ახლოს იყო, ისევ ბერძნულ “ლამიაში” დაბრუნდა.
როგორც “სამტრედიაში” გვითხრეს, არაბული “ლამიადან” კლუბში შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო წამოვიდა და გია ცეცაძის “სამტრედიაში” ვარჯიშობდა, რომელშიც 2016 წელს ჩემპიონიც გახდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი შეთანხმებული იყო, მხოლოდ ხელმოწერა რჩებოდა, როდესაც არაბულს “ლამიადან” შეატყობინეს, რომ კლუბში ფინანსური კრიზისი მოგვარებული იყო და ქართველი თავდამსხმელის ისევ თავისთან ხილვა სურდათ. შესაბამისად, უკვე ოფიციალურად ბაჩანა არაბული “ლამიაში” დაბრუნდა.
არაბულს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings