„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინსტაგრამზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა.
შვედმა გამოფინა ავაზას ფოტო. რომელიც არ შეეჯიბრა ძაღლებს სირბილში და ამ ფოტოსთან დაკავშირებით ისტორია გაიხსენა.
„ძაღლი და გეპარდი. ფოტოზე ნაჩვენებია რბოლა ძაღლებსა და ავაზას შორის. ყველას გაუკვირდა. რომ გეპარდი არ გაინძრა, ამიტომაც კითხეს შეჯიბრის კოორდინატორს თუ რა მოხდა. მან უპასუხა: ზოგჯერ შეურაცხმყოფელია იმის მტკიცება, რომ საუკეთესო ხარ.
არ არის აუცილებელი დაეშვა სხვების დონეზე, რათა ისინი მიხვდნენ, რომ ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ. კარგად დაფიქრდით და ძალები დაზოგეთ იმაზე, რას იმსახურებთ. გეპარდი თავის სიჩქარეს მხოლოდ ნადირობისთვის იყენებს, და არა იმისთვის, რომ ძაღლებს აჩვენოს, რომ ის უფრო სწრაფი და ძლიერია.
ნუ დახარჯავთ დროს საკუთარი ფასის მტკიცებაში“ – დაწერა იბრაჰიმოვიჩმა.
GIPHY App Key not set. Please check settings