in

მსოფლიო რაგბი მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას განიხილავს

The Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია პლანეტის მთავარი ტურნირის, მსოფლიოს თასის რეფორმას გეგმავს. ბრიტანულ გამოცემას მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა დირექტორმა ალან გილპინმა განუცხადა, რომ ორგანიზაცია რადიკალურ ცვლილებებს არ გამორიცხავს.

“ტელეგრაფის” ცნობით, გილპინი პარიზში შეხვდა RWC 2023-ის აღმასრულებელ დირექტორ კლოდ ატჩერსა და მსოფლიო რაგბის შეფ ბილ ბომონტს. მთავარი, რის შეცვლასაც აპირებენ, მსოფლიოს თასის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებაა.

სხვათა შორის, მსგავსი იდეა ფიფაშიც აქვთ, თუმცა ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მაგალითად, უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ თუ ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, ევროპული ქვეყნები მას ბოიკოტს გამოუცხადებენ. მსგავსი იდეის წინააღმდეგები არიან მოწინავე საფეხბურთო ლიგებიც, მაგალითად, ინგლისის პრემიერლიგა.

შეგახსენებთ, რომ სარაგბო მსოფლიოს თასი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება – ბოლოს ტურნირს იაპონიამ 2019 წელს უმასპინძლა, ხოლო მომდევნო ტურნირის მასპინძელი საფრანგეთია და ის 2023 წელს გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ასეთ პასუხს არ ვიმსახურებ – ნაკრები არავისზე ნაკლებად მტკივა: შოთი კობის პასუხობს

ბასილაშვილი 4 საფეხურით დაწინაურდა: ნიკა მსოფლიოში 35-ეა