ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. იტალიის ქალაქ ბერგამოში გამართულ ჩელენჯერზე ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
26 წლის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 76.52 ქულა მიიღო და მეოთხე ადგილი დაიკავა. ქართველი თავისუფალ პროგრამაში გაცილებით კარგი იყო. მან ყინულზე სამი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა, მსაჯებისგან 159.66 ქულა მიიღო.
საერთო ჯამში, ყვითელაშვილმა 236.18 ქულა დაიმსახურა ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. პირველ ადგილზე იტალიელი გრასლა (247.80), მეორეზე – ფრანგი ადამ სიაოჰიმ ფა (237.39) გავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings