in

დუბლიევიჩის ორმაგი დუბლი: მონტენეგრომ ბელგია საქართველოსთან ნახა და ისე მოუგო

თბილისში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშო დღე დაიწყო. პირველ შეხვედრაში მონტენეგრო ბელგიას დაუპირისპირდა და მიმდინარე ევრობასკეტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა – 76:70. პირველი მეოთხედი საკმაოდ დაძაბული გამოდგა., მეორე მეოთხედიდან კი, მონტენეგროელებმა შეძლეს სოლიდური უპირატესობის მოპოვება. ბოსკო რადოვიჩის გუნდი მეტოქეს 10 ქულაზე ახლოს არ უშვებდა.
მესამე და მეოთხე მეოთხედში კი, სხვაობა კიდევ უფრო იზრდებოდა. ბოლოსკენ, ბელგიელებმა თითქოს შეძლეს თამაშის დაქაჩვა, მაგრამ საბოლოო გამარჯვება მაინც მონტენეგროელებს დარჩათ.

მონტენეგროელთა რიგებში ძალიან კარგი მატჩი ჰქონდათ ბოიან დუბლიევიჩს, ნემანია რადოვიჩი და კენდრიკ დენარდ პერის. საუკეთესო დუბლიევიჩი იყო, რომელსაც 21 ქულა, 11 მოხსნა და 4 ასისტი დაუგროვდა. ბელგიელთაგან საუკეთესო კი, ვლადიმირ მიჰაილოვიჩი იყო-14 ქულა, 2 მოხსნა, 1 ასისტი.

მატჩის დასრულების შემდეგ, Sport4me-სთან ექსკლუზიური კომენტარი მონტენეგროს ნაკრების ლიდერებმა ნემანია რადოვიჩმა და პერიმ გააკეთეს.

ნემანია რადოვიჩი:
“ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა. მატჩი კარგად დავიწყეთ და დიდი სხვაობითაც ვიგებდით, მაგრამ ვერ მოვახეხეთ შენარჩუნება და ბოლოს ბელგიელებმა თითქმის დაგვიქაჩეს თამაში. როდესაც დიდი სხვაობით იგებ, ბოლოსკენ მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება არ უნდა მისცე. ბელგია საკმაოდ კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით და ეს მათ საქართველოსთან მატჩში და დღესაც დაამტკიცეს. კარგია, რომ წინა თამაშის წაგების შემდეგ შევძელით ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება”.

კენდრიკ დენარდ პერი:
“თურქეთთან ძალიან დასანანად წავაგეთ და ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩის მოგება. დამსახურებულად გავიმარჯვეთ საკმაოდ კარგი გუნდის წინააღმდეგ. ბოლოს, თითქოს შეძლო მეტოქემ თამაშში დაბრუნება, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელით მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა”.

პიერ ანტუან ჟილეტი (ბელგია):
“მატჩი ცუდად დავიწყეთ და მონტენეგრო თავიდანვე დიდი სხვაობით გავიდა წინ. მხოლოდ ბოლო 15 წუთში ვიყავით კარგები და თითქოს მატჩშიც დავბრუნდით, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საოცარი შეხვედრა ჰქონდა დუბლიევიჩს, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში დიდებულად ითამაშა”.

დარიო ჯორჯი (ბელგია, მთავარი მწვრთნელი):
“მხოლოდ ბოლო 15 წუთში ვითამაშეთ სწორედ და ეს ასეთი გუნდის წინააღმდეგ საკმარისი არ არის”.

ბოსკო რადოვიჩი (მონტენეგო, მთავარი მწვრთნელი):
“ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. Ბელგიის საქართველოსთან მატჩს ვუყურეთ და გადავწყვიტეთ დაცვაში მეტად აგრესიულები ვყოფილიყავით. კარგი დაცვა ვითამაშეთ, რამაც დიდად განაპირობა კიდეც ამ შედეგი. მეორე ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით, დაცვა გავხსენით.
ხვალ, მორიგი უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ და უკვე ამაზე უნდა დაავიწყოთ ფიქრი”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არაფერს დავთმობთ: დღეს ესპანეთია – ბიჭები არაფერს გამორიცხავენ

დასანანი ფრე: მიქაუტაძემ და მეცმა ვერ გაიტანეს