in

აკი ბაშო იწყება: ტოჩინოშინი კოტოეკოთი დაიწყებს

კვირას, 12 სექტემბერს, ტოკიოში სუმოს მორიგი სუპერტურნირი აკი ბაშო აიღებს სტარტს, რომელზეც ქართველი ექსოძეკიც ლევან გორგაძეც (ტოჩინოშინი) იასპარეზებს.

დღეს, იაპონიის სუმოს ასოციაციამ ტურნირის საწყისი დღეების ტორიკუმი (განრიგი) შეადგინა და ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქის ვინაობაც გაირკვა.

33 წლის ქართველი სუმოისტი აკი ბაშოს იაპონელი კოტოეკოთი დაიწყებს. კოტოეკო მომავალ ბაშოზე დასავლეთის მე-11 მაეგაშირას სტატუსით გამოვა. ტოჩინოშინი მას 4-ჯერ არის შეხვედრილი, რომელთაგანაც სამი მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა. მეორე დღეს კი, ტოჩის პირისპირ ენდო დადგება. ურთიერთშეხვედრებში ქართველი 9:8-ს იგებს.

აკი ბაშო 12-26 სექტემბერს არის დაგეგმილი და მას სუმოს მექად წოდებული ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” უმასპინძლებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: გინდათ შოკოლადი, არა, სულ ჩემია – შოკოლადის რონალდოს დედამისი არავის უთმობს

გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ ოჯახში დროშა არ გაქვს და პატრიოტულად არ იზრდები, მერე ამას ნაკრებში ვერავინ შეცვლის