საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე მესამე წრეში რაილი ოპელკასთან სამ სეტში დამარცხდა, მანამდე კი ნიკამ სებასტიან კორდა და მაქსიმ კრესი დაამარცხა.
წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა US Open-ზე კარიერის საუკეთესო შედეგი, მესამე რაუნდში გასვლა, გაიმეორა. აქამდე ნიკას მსგავსი შედეგი 2019 წელს ჰქონდა დაფიქსირებული.
აშშ-ს ღია პირველობის მესამე ეტაპზე გასვლით ნიკოლოზმა 180 000 დოლარი გამოიმუშავა.
GIPHY App Key not set. Please check settings