პსჟ-მ გარიგება გააფორმა მაღალი მოდის ფრანგულ სახლთან. Dior ამ სეზონიდან პარიზული კლუბის ფეხბურთელებისა და თანამშრომლების ოფიციალურ გარდერობს უზრუნველჰყოფს.
ხელშეკრულება ორ წელიწადზეა გათვლილი და მის ფარგლებში ფეხბურთელებს მიაწვდიან კლუბის ფერების მიხედვით დამზადებულ საფირმო ტანსაცმელს.
ამ უნიკალური თანამშრომლობის აღსანიშნავად, Dior-ის მამაკაცთა კოლექციის მხატვრულმა ხელმძღვანელმა კიმ ჯონსმა მომდევნო ორი სეზონისთვის ახალი იდეები შეიმუშავა. ეს გახლავთ ელეგანტური გარდერობი, რომელშიც ერთმანეთს ყოველდღიური და ფორმალური ატმოსფერო ერწყმის შავი და მუქი ლურჯი შეფერილობით, რომელიც სპეციალურად პსჟ-სთვის არის შექმნილი.
Dior პირველად თანამშრომლობს სპორტულ კლუბთან.
GIPHY App Key not set. Please check settings