ბოლო პერიოდში თურქულ და ქართულ მედიაში ირაკლი აზაროვის “ტრაბზონსპორში” ტრანსფერზე ბევრი იწერება. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქული კლუბი მზად იყო ახალგაზრდა ქართველი მცველის სანაცვლოდ 1.2 მილიონი ევროც გადაეხადა.
ამბის უკეთესად გასარკვევად Sport4me.ge ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს დაუკავშირდა. ბერიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ აჭარული კლუბი წლევანდელ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძვის და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის შუა სეზონში გაშვებას არ აპირებენ.
19 წლის ირაკლი აზაროვი თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემის გაზრდილია. იგი ბათუმელებს სეზონის დასაწყისში შეუერთდა და ეროვნული ლიგის ეგიდით გამართულ 21 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. აზაროვმა კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings