ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდათ ქართველ მორაგბეებს საფრანგეთის ტოპ 14-ში. ბექა გიგაშვილი და თორნიკე ჯალაღონია Rugby’O’Top-ის ვერსიით ტოპ 14-ის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
22 წლის მესამეხაზელმა ჯალაღონიამ “ბიარიცის” მაისურით საფრანგეთის მთავარ ლიგაში პირველად ითამაშა და ჩინებული დებიუტიც გამოუვიდა. ბასკურმა კლუბმა “ბორდოს” 27:15 სძლია, თორნიკემ კი მინდორზე 75 წუთი გაატარა. ცნობისთვის, სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ლექსო ყაულაშვილი, რომელიც 58-ე წუთზე ლაშა ტაბიძემ შეცვალა, ხოლო მასპინძელთა რიგებში 63-ე წუთიდან უშანგი ჭეიშვილი ვიხილეთ.
“ტულონის” მაისურით შეუცვლელად ითამაშა 29 წლის ბურჯმა გიგაშვილმა, რაც მისი პოზიციისთვის უჩვეულო ამბავია. ტულონელები შინ “მონპელიეს” დაუზავდნენ და ამ შეხვედრაში მონაწილეობა კიდევ ორმა ქართველმა მორაგბემ მიიღო. სტუმართა ღირსებას 80 წუთის განმავლობაში იცავდა გელა აფრასიძე და 1 ჯარიმაც გაიტანა, მიხეილ ნარიაშვილი კი, თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო.
GIPHY App Key not set. Please check settings