პოლონეთის ნაკრების ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში სან მარინოსთან (7:1) დუბლი მიითვალა.
მან ამ სეზონის ყველა მატჩში გაიტანა – 10 გოლი 6 შეხვედრაში, რომელიც ნაკრებსა თუ „ბაიერნში“ ჩაატარა.
ამასთან, ლევანდოვსკისთვის ეს ორი ბურთი ნაკრებში გატანილი 71-ე და 72-ე გოლებია.
33 წლის ფორვარდი მე-4 ადგილზე გადავიდა ევროპულ ნაკრებებში საუკეთესო ბომბარდირთა დავაში. პოლონელმა მიროსლავ კლოზეს გადაასწრო.
ტოპ 10 ასე გამოიყურება:
- კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) – 111 გოლი 180 მატჩში.
- ფერენც პუშკაში (უნგრეთი და ესპანეთი) – 84 გოლი 89 მატჩში.
- შანდორ კოშიჩი (უნგრეთი) – 75 გოლი 68 მატჩში.
- რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) – 72 გოლი 124 მატჩში.
- მიროსლავ კლოზე (გერმანია) – 71 გოლი 137 მატჩში.
- გერდ მიულერი (გფრ) – 68 გოლი 62 მატჩში.
- რობი კინი (ირლანდია) – 68 გოლი 146 მატჩში.
- რომელუ ლუკაკუ (ბელგია) – 64 გოლი 98 მატჩში.
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) – 62 გოლი 118 მატჩში.
- ედინ ჯეკო (ბოსნია და ჰერცოგოვინა) – 60 გოლი 115 მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings