in

საქართველოს ჯგუფში შვედეთი გალიდერდა: ესპანეთი მუნდიალის შესარჩევში 1993 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა

საქართველოს ნაკრების ჯგუფს არა ესპანეთი, არამედ ახლა უკვე შვედეთის ნაკრები ლიდერობს.

სკანდინავიელებმა “ფურია როხას” დამარცხება მოახერხეს და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის B ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. შვედეთის ნაკრებს სამივე თამაში მოგებული აქვს, ესპანეთი კი 7 ქულით მეორე ადგილზეა და თანაც, ლუის ენრიკეს გუნდს შვედეთზე ერთით მეტი, 4 თამაში აქვს ჩატარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელებს პრობლემა აქვთ – როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის, მეორეადგილოსანს კი პლეი-ოფი ელოდება.

ესპანეთი სწრაფი გოლით დაწინაურდა, მაგრამ შვედებმა სწრაფადვე, ერთ წუთში გაათანაბრეს – სოლერის გოლს ისაკმა უპასუხა. გოლების შემდეგ “ფურია როხა” უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ მასპინძლებმა ნელ-ნელა მოუმატეს. პირველ ტაიმში იყო საკამათო ეპიზოდი, როცა საჯარიმოში ფერან ტორესზე თითქოს ჯარიმა იყო, მაგრამ შვედების კარში პენალტი არ დაინიშნა.

მეორე ტაიმი ესპანელთა მაგარი მომენტით დაიწყო – ოლსენმა ფერან ტორესს აუღო. მომდევნო საგოლე ეპიზოდს კი გოლიც მოჰყვა, ოღონდ, ესპანელთა კარში: ფორსბერგის კუთხურის შემდეგ, ესპანელმა მცველებმა კარგად ვერ ითამაშეს, ბურთი კულუშევსკიმ მიიღო, ბრწყინვალედ ითამაშა და კლაესონი მოძებნა, რომელმაც ლუის ენრიკეს გუნდის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 1993 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ძიუდოს განახლებული რეიტინგი: 7 წონიდან 3-ს ქართველი ლიდერობს

კიტეიშვილის ტრავმა სერიოზულია: ოთო კლუბში დაბრუნდება და გამოკვლევებს ჩაიტარებს