ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიადაზე გამოსვლას აგრძელებენ ჩვენი პარასპორტსმენები. “ნიკონ ბუდოკანის” დარბაზში გრძელდება პარაძიუდოისტთა ტურნირი. -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ქალდანი გამოვიდა ტატამზე, რომელიც ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ქალდანმა პირველ შეხვედრაში პორტუგალიელი ჯიბრილო იაფა დაამარცხა.
შემდეგ უკრაინელ რუსლან მაგომედოვსაც მოუგო, ნახევარფინალურ შეხვედრაში კი, ყაზახ თერმიზა დაულეტთან დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გიორგი ქალდანი ლიეტუველ ოსვალდას ბარეიკისს დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings