in ,

ვაკო კორეაში ტურის საუკეთესოდ აღიარეს

“ულსან ჰიუნდაის” ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის (K ლიგა) 27-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. ინფორმაციას K ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.


ყაზაიშვილმა “ულსან ჰიუნდაის” სეულთან საგარეო მატჩში დუბლით მოაგებინა (2:1). ვაკომ მეტოქის კარში გოლები 28-ე და 34-ე წუთებზე გაიტანა და სანაკრებო პაუზის წინ ძალიან კარგ ფორმაშია. აღსანიშნავია, რომ 28 წლის შემტევი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დასახელდა. იგივე წოდება მას მე-8 ტურშიც მიანიჭეს და საინტერესოა, რომ მაშინაც სეულთან ჩატარებული თამაშის გამო (პირველი წრის შეხვედრა).

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში შესანიშნავ სეზონს ატარებს. მან K ლიგაში 21 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ამასთან, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი შემტევის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე პასია. ასეთი კარგი თამაშის წყალობით, ყაზაიშვილმა ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაიბრუნა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფები დაკომპლექტდება

ტრაბზონსპორს აზაროვი სურს:ბათუმის დინამო 19 წლის ტალანტს მილიონ ევროზე ნაკლებად არ თმობს